გაახურეთ ღუმელი 180°C-მდე. წაუსვით კარაქი და დააფინეთ პერგამენტი (კალკა) 20X30 სმ ზომის საცხობ ლანგარს.
მოათავსეთ კარაქი(უნდა იყოს ძალიან ცივი), შაქარი და გატარებული ნუში სამზარეულოს კომბაინში. თქვიფეთ მანამ, სანამ დაფშვნილ ორცხობილას არ დაემსგავსება. ნარევის ნახევარი კოვზით თასში გადაიტანეთ და გადადგით.
კომბაინში დარჩენილ მეორე ნახევარს დაამატეთ 140 გრამი ფქვილი და თქვიფეთ ცომის მიღებამდე. მოათავსეთ ცომი საცხობ ლანგარზე და მოასწორეთ კოვზის ზურგით. აცხვეთ 15–20 წუთით, სანამ არ დაიბრაწება. გააგრილეთ 10 წუთით.
შიგთავსის გასაკეთებლად, შემონახული ნარევი კვლავ კომბაინში მოათავსეთ (თავზე მოსაყრელად შეინახეთ რამდენიმე კოვზი). დაამატეთ კვერცხი, 25 გრამი ფქვილი, დარიჩინი და გამაფხვიერებელი, თქვიფეთ რბილი ცომის მიღებამდე. მოასხით თავზე გამომცხვარ ფენას.
თავზე მოალაგეთ უკურკო და 6 ნაჭრად დაჭრილი ქლიავის ნაჭრები, დარჩენილი შაქარი და დარიჩინი. აცხვეთ 20 წუთით. შემდეგ მოაყარეთ მოსართავად შენახული რამდენიმე კოვზი შაქრისა და ნუშის ნარევი და ნუშის ფანტელები. აცხვეთ კიდევ 20 წუთის განმავლობაში ან ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. დაჭრამდე ლანგარზევე გააცივეთ.