კარტოფილი ბატკნის ხორცითა და კვერცხით
კარტოფილის მომზადება ბატკნის ხორცითა და კვერცხით თუ გიცდიათ?
დაიხმარეთ მარიეტას რეცეპტი და გემრიელი კერძი გამოგივათ! სასურველია კარტოფილი იყოს ახალი. გემრიელად მიირთვით!
ახალი კარტოფილი მოხარშეთ, გაფცქვენით და დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად.
ცალკე ხახვსა და კარაქში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ბატკნის ხორცი და შეურიეთ მოხარშულ კარტოფილს. შეაზავეთ კამით, ოხრახუშითა და ტარხუნით.
მოათავსეთ შეზავებული ხორცი ტაფაზე, მოასხით რძეში გათქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში.
როდესაც დაიბრაწება, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. გემრიელად მიირთვით!