ჩაქაფული
ქართული ტრადიციული ჩაქაფული ყველაზე გემრიელი გაზაფხულზეა – როცა მჟავე ალუჩა მოგვეპოვება :)
ღრმა ქვაბში მოათავსეთ ბატკნის ან საქონლის დაჭრილი ხორცი. დაასხით 200 მლ თეთრი ღვინო და ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 15–20 წუთით, ღვინის შემცირებამდე. დროდადრო ხის კოვზით მოურიეთ.
სანამ ხორცი იხარშება, ტარხუნის ღეროებს მოაცალეთ ფოთლები, ღეროები გადაყარეთ, ფოთლები კი დაჭერით. წვრილად დაჭერით ხახვი, ქინძი და მწვანე წიწაკა. დაჭყლიტეთ ნიორი.
როცა ქვაბში ღვინის რაოდენობა შემცირდება, ხორცს დაჭრილი ინგრედიენტები, ნიორი და ალუჩა დაუმატეთ. დაასხით 1 ლიტრი წყალი და ქვაბს დააფარეთ. ხარშეთ დაბალ ტემპერატურაზე, დაახლოებით 1 საათით.
ურიეთ დროდადრო. ხარშვის დასასრულს დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
მიირთვით თბილი. ფრთხილად იყავით, რომ მირთმევისას ალუჩის კურკები არ შეგყვეთ.