თუ ვეგეტარიანელი ხართ, ნაღების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის რძე. ბარდა მას სისქეს და პროტეინს მატებს. ამ სუპის მომზადება ბარდის გარეშეც შეიძლება, თუ უფრო თხელი და მსუბუქი სუპის მომზადება გსურთ.
კალაბაში ვიტამინებით მდიდარი ბოსტნეულია, მისი შეძენა აგროჰაბში არის შესაძლებელი.
კალაბაში გარეცხეთ და გაჭერით 4 ნაწილად. გაასუფთავეთ შიგნით არსებული რბილი თესლისგან და დაჭერით საშუალო ზომის კუბებად.
ბარდა გააჩერეთ წყალში 4 საათის განმავლობაში, შემდეგ დადგით ცეცხლზე და ადუღეთ 35 წუთის განმავლობაში დარბილებამდე. მზად რომ იქნება, გადმოდგით ცეცხლიდან და გაწურეთ.
ქვაბში ჩაასხით 2 ჭიქა წყალი, ჩაყარეთ დაჭრილი კალაბაში, ბოსტნეულის ბულიონი, დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი ჯანჯაფილი. მიიყვანეთ ადუღებამდე, ხარშეთ 25 წუთის განმავლობაში.
გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ ოდნავ გაგრილება.
ბლენდერში მოათავსეთ ბარდა და კალაბაში თავის წვენთან ერთად და კარგად დააბლენდერეთ.
ქვაბში მოათავსეთ მიღებული მასა, დაუმატეთ 5 სუფრის კოვზი ნაღები. გემოვნებით შეაზავეთ მარილით და პილპილით. მაგიდასთან მიტანამდე შეათბეთ და გემრიელად მიირთვით.