ქათმის ვრაპი
სახლის პირობებში მომზადებული ქათმის ვრაპი მარტივი და ნოყიერი სადილია თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვს.
იხილეთ რეცეპტის მომზადების ეტაპები სურათებად.
ვრაპის მომზადებას ვიწყებთ ქათმის ხორცის შეწვით. ქათმის ფილე დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და წილპილი გემოვნებით და ზეთიან ტაფაზე კარგად შებრაწეთ.
როდესაც ქათმის ხორცი შეიბრაწება, დაუმატეთ გრძლად დაჭრილი ბულგარული(წითელი და მწვანე), გახეხილი სტაფილო და ხახვი. ყველაფერი ქათმის ხორცთან ერთად მოთუშეთ.
გაშალეთ და გაამზადეთ ბებოს ლავაში. ტაფაზე მოთუშული მასა ლავაშზე გადაიტანეთ, მოასხით კეტჩუპი და მაიონეზი გემოვნებით, დაუმატეთ სალათის ფურცლები და გადაახვიეთ. ქათმის ვრაპი მზად არის, გემრიელიად მიირთვით!
მიირთვით გადახვევისთანავე, ცხლად.