ქათმის სუპი
ქათმის კერძები ყველასათვის საყვარელია. არანაკლებ გემრიელია ქათმის სუპი, რომლის რეცეპტსაც წარმოგიდგენთ.
ქათმის კერძები ყველასათვის საყვარელია და ხშირად მივირთმევთ კიდეც მხოლოდ მოხარშულსა თუ შემწვარს, გარნირითა თუ სალათებში. არანაკლებ გემრიელია ქათმის სუპი, რომლის რეცეპტსაც წარმოგიდგენთ.
გასუფთავებული ქათამი დავჭრათ ნაჭრებად.
ერთმანეთში ავურიოთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, ხახვი, დანაყილი ნიგოზი, მიხაკი, დარიჩინი, შავი პილპილი და მარილი.
ქვაბში ერთ წყებად ჩავაწყოთ დაჭრილი ქათამი, ზემოდან მოვაყაროთ გამზადებული მასალა, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი და საკმაზი წყლით დაიფაროს და დავამატოთ ძმარი. ქვაბს დავახუროთ სახურავი და ვადუღოთ მანამ, სანამ ქათამი არ მოიხარშება. ხარშვის დროს რამდენიმეჯერ მოვურიოთ კოვზით.