ქათმის მწვადი ჰავაიურად
არომატული და წვნიანი ქათმის მწვადი. მარინადი მისი მთავარი ინგრედიენტია. იხილეთ რეცეპტი.
მოათავსეთ 2.5 სმ. ზომის კუბებად დაჭრილი ქათამი ლანგარზე.
გადაწურეთ დაკონსერვებული 450 გრ.–იანი ქილა ანანასი, გადაინახეთ ნახევარი ჭიქა წვენი.
პატარა ქვაბში ანანასის წვენს შეურიეთ რეცეპტის მომდევნო 7 ინგრედიენტი, მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მომზადებული სოუსი მოასხით ქათმის ნაჭრებს ლანგარზე. დააფარეთ და გააცივეთ ერთი საათის განმავლობაში.
ამოიღეთ ქათამი მარინადიდან, ხოლო მარინადი გადაინახეთ. შამფურზე მონაცვლეობით წამოაცვით ქათამი, ანანასი, მწვანე წიწაკა დაჭრილი 2.5 სმ. ზომის ნაჭრებად, სოკო და პომიდორი. გრილზე, ცხელ ნაკვერჩხალზე, შეწვით ქაბაბი 20 წუთით, ხორცის შეწვამდე. როცა გადააბრუნეთ, მალ-მალე წაუსვით მარინადი.
გემრიელია ცხელ ბრინჯთან ერთად. გემრიელად მიირთვით!