ქათმის კუჭმაჭი
პოპულარული ქათმის კუჭმაჭი ქართული სამზარეულოდან და მარიეტას მარტივი რეცეპტი მის მოსამზადებლად.
მოვხარშოთ ქათმის კუჭი და ღვიძლი, დავჭრათ პატარა კუბიკებად.
ცალკე თასში ჩავყაროთ გატარებული ნიგოზი. დავამატოთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, ქონდარი. ჩავაჭყლიტოთ 1 თავი ნიორი და დავუმატოთ 1 ცალი ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და 2 სადილის კოვზი ძმარი. მოვაყაროთ ცოტა მარილი და პილპილი. დავასხათ ცოტა ადუღებული წყალი და ავურიოთ.
შემდეგ ეს მასა შევურიოთ კუჭ-ღვიძლის დაჭრილ კუბიკებს, მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი, ბროწეული და კვლავ ამოვურიოთ.