ქათმის ბურგერი
მადისაღმძვრელი გრილზე შემწვარი ქათმის ბურგერები პიკნიკების სეზონისათვის :)
სურვილისამებრ, შეგიძლიათ ბურგერებს დაუმატოთ თხლად დაჭრილი პომიდორი და სალათის ფურცლები.
პატარა თასში აურიეთ დაჭრილი ავოკადო და ლიმონის წვენი. დაფარეთ წყლით და გადადგით. წინასწარ გააცხელეთ გრილი და ცხაურს ზეთი მოუსვით.
საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე გააცხელეთ კარაქი. ჩაყარეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი. თუშეთ შებრაწვამდე და კარამელიზებამდე.
კანგაცლილი და უძვლო ქათმის ფილეს ნახევრები მარილითა და პილპილით შეაზავეთ. მოათავსეთ გრილზე და წვით დაახლოებით 5 წუთით თითოეულ მხარეს. დაალაგეთ ბურგერის პურები გრილზე და დაბრაწეთ.
ბურგერის პურებზე მაიონეზი გადაუსვით, შემდეგ შეწვარი ფილე დაადეთ, მოალაგეთ კარამელიზებული ხახვის რგოლები, ყველი და ავოკადო. გემრიელად მიირთვით!