ქათამი შამპინიონით
გემრიელი ქათმის კერძი სოკოთი. რეცეპტს წარმოგიდგენთ გემრიელი კერძების რეცეპტების ავტორი – მარიეტა.
დაჭერით ქათამი 4 ნაწილად. მოაცალეთ კანი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. გააჩერეთ 5 წუთი. დაჭერით სოკო. წვრილად დაჭერით ნიახური და ოხრახუში.
მოათავსეთ ქათმის ნაჭრები 4 ალუმინის ქაღალდზე. მოაყარეთ დაჭრილი შამპინიონი, ნიახური, სუნელები და შეახვიეთ. იმისათვის, რომ ხორცი უფრო წვნიანი გამოვიდეს, ალუმინის ქაღალდს თხლად მოაცხეთ ზეთი ან კარაქი.
შედგით ალუმინის ქაღალდში შეფუთული ქათმის ხორცი ღუმელში და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში.
ღუმელიდან გამოღების შემდეგ, გადაიტანეთ შემწვარი ხორცი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.