მოაჭერით ისპანახს უხეში ძირები და კარგად გარეცხეთ. წყლით ნახევრამდე გაავსეთ დიდი ქვაბი, ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და ჩაყარეთ ისპანახი. დაპრესეთ ხის კოვზის გამოყენებით. ხარშეთ ფოთლები 5 წუთის განმავლობაში.
მოხარშული ისპანახი გადაწურეთ და აცალეთ გაცივება საწურში. შემდეგ ხელებში დააგორგოლავეთ და მოუჭირეთ, წყლის მაქსიმალურად გამოსადენად.
ნიორი და ნიგოზი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. შემდეგ ჩაუმატეთ წიწაკა, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, მარილი და ძმარი. შეურიეთ ხელით.
თხლად დაჭერით ხახვი, ქინძი, ოხრახუში და ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას. შეურიეთ ხელით.
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ მომზადებული ისპანახიც და ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, შეურიეთ ხელით და დატოვეთ 2 საათით.
გააკეთეთ ბურთულები ისპანახის ფხალისგან, მორთეთ ბროწეულის მარცვლებით და გემრიელად მიირთვით!