ისპანახი ბრინჯით
მოამზადეთ თოთო ისპანახის ფოთლები ბრინჯთან ერთად და მიიღეთ საუკეთესო ბერძნული სააღდგომო ლანჩი.
დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ ხახვი და მსუბუქად თუშეთ დარბილებამდე, ისე რომ ფერი არ შეიცვალოს. დაუმატეთ გარეცხილი და წვრილად დაჭრილი ისპანახი და კამის ნახევარი. თუშეთ მაღალ ტეემპერატურაზე, ურიეთ მუდმივად, სანამ ისპანახი არ გამოშრება და სითხე სრულად არ აორთქლდება.
შეურიეთ ბრინჯი, 600 მლ წყალი და აადუღეთ. დაუწიეთ გაზქურას და ადუღეთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. ქვაბს თავსახური მჭიდროდ დააფარეთ და ადუღეთ 25-30 წუთით ან ბრინჯის მოხარშვამდე და წყლით გაჯერებამდე. 15 წუთის შემდეგ მოურიეთ და საჭიროების შემთხვევაში კარგად მოსახარშად ცოტაოდენი წყალი დაუმატეთ.
როცა ბრინჯი მოიხარშება, შეურიეთ დარჩენილი კამა, კარგად შეაზავეთ, მოასხურეთ ლიმონის წვენი და გემრიელად მიირთვით.