რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

გამომცხვარი ოსპი, ბოსტნეული და სოკო

გამომცხვარი სოკო ბოსტნეულთან ერთად რუმინული ტრადიციული სააღდგომო რეცეპტია.
გამომცხვარი სოკო ბოსტნეულთან ერთად რუმინული ტრადიციული სააღდგომო რეცეპტია.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1   ჭიქა წითელი ოსპი
1   ჭიქა დაჭრილი ქამა სოკო
1   ცალი დაჭრილი სტაფილო
1   თავი დაჭრილი ხახვი
5   ცალი კვერცხი
1   კონა ოხრახუში
1   კონა კამა
1   კონა მწვანე ხახვი
2   ს/კ ქონდარი
ზღვის მარილი და პილპილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ოსპი 15 წუთით ხარშეთ, შემდეგ კარგად გადაწურეთ და დიდ თასში მოათავსეთ.

2

დიდ ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და თუშეთ დაჭრილი ხახვი, სოკო და სტაფილო, დაახლოებით 7–10 წთ–ით ისე, რომ ბოლომდე არ მოითუშოს. შემდეგ გადაიტანეთ ოსპის თასში.

3

დაუმატეთ ნაზავს 2 კვერცხი, დაჭრილი ოხრახუში, მწვანე ხახვი, კამა, ზღვის მარილი, პილპილი, ქონდარი და ერთად კარგად აურიეთ.

4

სურვილისამებრ, მოხარშეთ დარჩენილი 3 კვერცხი.

5

ნაზავისათვის წინასწარ მოუსვით ცხიმი ნებისმიერი ფორმის საცხობ ლანგარს (თუმცა, უმჯობესია მოგრძო ფორმის).

6

მასის ნახევარი ფორმაში გადაიტანეთ, დააწყვეთ გაფრცქვნილი, მოხარშული კვერცხები და დაფარეთ მასის დარჩენილი ნახევრით.

7

შედგით ღუმელში და აცხვეთ 180 C-ზე, დაახლოებით 30–40 წთ.

8

ფორმიდან ამოღებამდე ცოტათი გააგრილეთ.

თუ ფორმიდან ამოღებამდე ცოტათი გააგრილებთ, გამომცხვარი ბოსტნეული არ დაიშლება და ამოღების შემდეგ ფორმას შეინარჩუნებს.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
თქვენი სააღდგომო სუფრის მშვენება – უგემრიელესი ნამცხვარი, რომელიც პირველივე დანახვისთანავე მოგხიბლავთ.
თქვენი სააღდგომო სუფრის მშვენება – უგემრიელესი ნამცხვარი, რომელიც პირველივე დანახვისთანავე მოგხიბლავთ.
ავტორი:
ყველა ქვეყანას პასკის განსხვავებული რეცეპტი აქვს. გთავაზობთ ბერძნული სააღდგომო პურის რეცეპტს.
ყველა ქვეყანას პასკის განსხვავებული რეცეპტი აქვს. გთავაზობთ ბერძნული სააღდგომო პურის რეცეპტს.
ავტორი:
მოამზადეთ თოთო ისპანახის ფოთლები ბრინჯთან ერთად და მიიღეთ საუკეთესო ბერძნული სააღდგომო ლანჩი.
მოამზადეთ თოთო ისპანახის ფოთლები ბრინჯთან ერთად და მიიღეთ საუკეთესო ბერძნული სააღდგომო ლანჩი.
ავტორი:
გაილამაზეთ სააღდგომო სუფრა ამ მადისაღმძვრელი ქაფქეიქებით. მოუხმეთ ფანტაზიას გააფორმეთ სურვილისამებრ.
გაილამაზეთ სააღდგომო სუფრა ამ მადისაღმძვრელი ქაფქეიქებით. მოუხმეთ ფანტაზიას გააფორმეთ სურვილისამებრ.
ავტორი: