შედგით 25სმ დიამეტრის ტაფა ღუმელში და გააცხელეთ ღუმელი 245C(475F) გრადუსამდე. აჯობებს, რომ რძე და კვერცხები იყოს ოთახის ტემერატურის, ამიტომ გამოიღეთ ისინი მაცივრიდან და დატოვეთ მაგიდაზე(პროცესის დასაჩქარებლად ჩადგით ჯამში ჩატეხილი კვერცხები ცხელ წყალში და შედგით რძე მიკროტალღოვან ღუმელში 20 წამით).
მცირე ზომის თასში/ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ნახევარი ჭიქა გაცრილი ფქვილი, მწიკვი მარილი და მუსკატის კაკალი(ან 1 ჩაის კოვზი ვანილი). საშუალო ზომის თასში გათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხები. შემდეგ ნელ-ნელა ჩაუმატეთ რძე და თან თქვიფეთ. შეურიეთ ფქვილის მშრალი მასაც.
შეამცირეთ ღუმელის ტემპერატურა 220C(425F) გრადუსამდე. მაშინთვე გამოიღეთ ტაფა და გაადნეთ მასზე კარაქი. დარწმუნდით, რომ ცხიმი ტაფის ფსკერს მთლიანად მოედო. გადაასხით თხევადი ცომი ტაფაში და ისევ შედგით ის ღუმელში.
აცხვეთ თქვენი ჰოლანდიური ბლინი დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში, სანამ ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს. უკვე გამომცხვარს სურვილისამებრ მოასხით თქვენი საყვარელი მურაბა, მოაფრქვიეთ ზემოდან შაქრის პუდრა და გემრიელად ისაუზმეთ!