ჰოთდოგი
ჰოთ–დოგის მარტივი რეცეპტი – მოამზადეთ და წაიღეთ პიკნიკზე :)
ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ დაკეპილი ნიორი და წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანე ხახვი. თუშეთ 2–3 წუთით.
დაუმატეთ კეჩუპი და ქინძი. შეურიეთ ცოტაოდენი წყალი და ადუღეთ შესქელებამდე.
სოსისები ტაფაზე სოუსში მოათავსეთ და 10 წუთით ხარშეთ..
ამასობაში, ჰოთ–დოგის პურში ჩააფინეთ სალათის ფურცლები.
სოსისები სალათის ფურცლებზე გადაიტანეთ და ზემოდან სოუსი მოასხით.