ჰერკულესის ორცხობილები ბანანით
შვრიისა და ბანანის ორცხობილების დაუვიწყარი გემო ყველას დაამახსოვრდება, ვინც მას თუნდაც ერთხელ გასინჯავს.
გააცხელეთ ღუმელი 200C გრადუსზე.
ერთად გაცერით ფქვილი, სოდა, მარილი, მუსკატის კაკალი და დარიჩინი.
გათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქარი ჰაეროვანი კრემისებური მასის მიღებამდე. ჩაუმატეთ კვერცხი, კარგად დაჭყლეტილი ბანანი, ჰერკულესი, დაქუცმაცებული ნიგოზი და კარგად შეურიეთ.
ჩაუმატეთ მშრალი ინგრედიენტებიც და კარგად შეურიეთ. ორცხობილების ცომი კოვზ-კოვზ გადაიტანეთ უცხიმო საცხობ ლანგარზე.
აცხვეთ 200 C გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში, სანამ ორცხობილები არ შეყავისფერდება. კარგად გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!
P.S.
სურვილისამებრ შეგიძლიათ ცოტა შოკოლადიც ჩაუმატოთ.