გოგრის ბლინები
გოგრის ბლინები ლიმონითა და სუნელებით საუკეთესო საშუალებაა ოჯახის წევრების გემრიელად გასაოცებლად!
ჯამში ერთმანეთს კარგად შეურიეთ(დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში) მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, თეთრი და ყავისფერი შაქარი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი.
ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ გოგრის პიურე(იხილეთ: მომზადების წესი), დაფქული სუნელები, კვერცხი, რძე, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, ლიმონის ცედრა და წვენი. ნუ მოურევთ ზედმეტად.
გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე და მოასხით 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. თითო ჯერზე მოასხით ტაფას დაახლოებით 1/4 ჭიქა თხევადი ცომი და აცხვეთ ბლინები ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე, ორივე მხრიდან დაახლოებით 3-3 წუთით.