გემრიელად შემწვარი ქათამი
შეწვით ქათმის გულ-მკერდი გემრიელად! ეს მარტივი რეცეპტი სწორედ ამას გასწავლით.
გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე.
დაალაგეთ ქათმის გულ-მკერდი (ძვლებით და კანით) მცირედად ცხიმწასმულ(კარაქი/მარგარინი) ტაფაზე ან საცხობ ლანგარზე. გაადნეთ დარჩენილი კარაქი, შეურიეთ გამხმარი ბაზილიკი, ნივრის ფხვნილი, მარილი და მოაცხეთ ქათამს. სურვილისამებრ მოაყარეთ ცოტაოდენი დაფქული შავი წიწაკა.
შედგით ღუმელში და აცხვეთ 60-75 წუთის განმავლობაში.
შენიშვნა: თუ ნივრის ფხვნილი არ მოგეპოვებათ, დააქუცმაცეთ 1-2 კბილი ნიორი, მოაყარეთ გრანულირებული მარილი და გააჩეეთ 10-20 წუთით.