დაჭერით პიტნა და მწვანე წიწაკა. გაფრცქვენით ნიორი. დაჭრილი პიტნა და წიწაკა ნიორთან ერთად მოათავსეთ როდინში, მოაყარეთ მარილი და ქვასანაყის გამოყენებით დანაყეთ.
დაჭერით ყველი. დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი და წამოდუღებისთანავე დაუმატეთ ყველი. ხის კოვზის გამოყენებით დააქუცმაცეთ ყველი. 2 წუთის შემდეგ ცეცხლი გამორთეთ და განაგრძეთ ყველის დაქუცმაცება დამატებით 2–3 წუთით, სანამ ყველი რბილი და ელასტიური არ გახდება.
ამოიღეთ დარბილებული ყველი და მოათავსეთ სველ ხის დაფაზე. აზილეთ ხელით და დააბრტყელეთ. როცა ყველი გაბრტყელდება, მრგვალი საბრტყელებლით გაასწორეთ ის ისე, რომ მიიღოს დაახლოებით 5–6 მმ. სისქის კვადრატული ფორმა.
სათქვეფ თასში მოათავსეთ მაწონი, დანაყული მასის ნახევართან ერთად. დაუმატეთ 200 მლ.–მდე წყალი ყველის დასარბილებლად. კარგად აურიეთ.
დარჩენილი დანაყული მასის ნახევარი წაუსვით გაბრტყელებული ყველის ზედაპირს. ყველი თითებით ფრთხილად გადაახვიეთ. გადახვეული ყველი დაჭერით პატარა ნაჭრებად.
სუფრაზე მიტანამდე მოასხით მაწვნის ნაზავი. შეგიძლიათ, მორთოთ პიტნით. გემრიელად მიირთვით !