რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ეკალა

მოამზადეთ გემრიელი საზაფხულო კერძი ქართული სამზარეულოდან!
მოამზადეთ გემრიელი საზაფხულო კერძი ქართული სამზარეულოდან!

0:30:00
3 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1   კგ. ეკალა
200   გრამი ნიგოზი
1   კბილი ნიორი
1   თავი საშუალო ხახვი
4   ჩ/კ ღვინის ძმარი
1   ჩ/კ ხმელი ქინძი
1   ჩ/კ უცხო სუნელი
1   ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა
50   გრამი ქინძი
მარილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ნიგოზი და ნიორი ერთად გაატარეთ.

2

გადაიტანეთ თასში და დაუმატეთ სანელებლები და მარილი.

3

დაუმატეთ ძმარი და კარგად აურიეთ.

4

დაჭერით ხახვი და ქინძი და ნიგვზის ნაზავს კარგად შეურიეთ.

5

ეკალას მომზადება: ეკალას ზედა ნაწილი უფრო მეტად რბილია. სწორედ ეს ნაწილია კერძის მოსამზადებლად საჭირო. ეკალას ღეროები მოაჭერით და მაგარი ფოთლები მოაშორეთ. კერძისათვის მხოლოდ რბილი ფოთლები და ღეროები უნდა გამოიყენოთ. დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ ეკალა. ხარშეთ 8–15 წუთით (დრო დამოკიდებულია თვითონ ეკალაზე – თოთო ეკალა უფრო მალე იხარშება).

6

მოხარშული ეკალა მწვანილის საჭრელ დაფაზე გადმოიტანეთ და დაჭერით (თუმცა, ძალიან წვრილად არა).

7

დაჭრილ ეკალას დაუმატეთ წინასწარ გამზადებული ნიგვზის საკმაზი და კარგად აურიეთ.

8

ეკალა შეგიძლიათ ბურთულებად დაამრგვალოთ და სალათის ფურცლებით გააფორმოთ. მიირთვით ცივი.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
კიდევ ერთი გემრიელი რეცეპტი ბადრიჯნის მოსამზადებლად :)
კიდევ ერთი გემრიელი რეცეპტი ბადრიჯნის მოსამზადებლად :)
ავტორი:
ქართული პოპულარული საოჯახო კერძი, რომელიც ზაფხულზე განსაკუთრებით გემრიელია.
ქართული პოპულარული საოჯახო კერძი, რომელიც ზაფხულზე განსაკუთრებით გემრიელია.
ავტორი:
მოამზადეთ ქართული ტრადიციული ფხალი ჭარხლის ფოთლისაგან – გემრიელი და არომატული კერძი ნებისმიერი სუფრისათვის.
მოამზადეთ ქართული ტრადიციული ფხალი ჭარხლის ფოთლისაგან – გემრიელი და არომატული კერძი ნებისმიერი სუფრისათვის.
ავტორი:
გთავაზობთ ახალი კარტოფილის რეცეპტს განსხვავებულად – ღუმელში შემწვარი კარტოფილი ლიმონის წვენით.
გთავაზობთ ახალი კარტოფილის რეცეპტს განსხვავებულად – ღუმელში შემწვარი კარტოფილი ლიმონის წვენით.
ავტორი: