დამტკბარი სტაფილოები
არ გიყვართ სტაფილო? ეს რეცეპტი შეგაყვარებთ მას! შეუხამეთ საყვარელი ინგრედიენტები და ისიამოვნეთ!
გათალეთ სტაფილოები და დაჭერით 5სმ სიგრძის ნაჭრებად. მოათავსეთ ქვაბში, დაფარეთ ცივი წყლით და მოაყარეთ ცოტა მარილი. ჯერ მაღალ ცეცხლზე მიიყვანეთ დუღილამდე და შემდეგ საშუალო ცეცხლზე ხარშეთ 20-30 წუთის განმავლობაში, სანამ სტაფილოები არ შერბილდება. ნუ დაარბილებთ ზედმეტად.
გადაწურეთ და დატოვეთ სტაფილოები მინიმალურ ცეცხლზე. ჩაუმატეთ ქვაბში კუბიკებად დაჭრილი კარაქი, ყავისფერი შაქარი, მწიკვი მარილი და წიწაკა(სურვილისამებრ). ურიეთ და აცხვეთ 3-5 წუთის განმავლობაში. სურვილისამებრ შეურიეთ დაფქული დარიჩინიც, მუსკატის კაკალი თუ კოჭა. საუკეთესო არომატისთვის მიირთვით, სანამ ცხელია.