ბურგერი
ალბათ ბურგერებზე ყველა გიჟდებით, ეს ბურგერი კი ყველაზე გემრიელი და ყველაზე მარტივად გასაკეთებელია.
დავჭრათ პომიდორი და კიტრი, შემდეგ ავიღოთ მდნარი ყველი და გავხეხოთ.
ბურგერის პური გავყოთ ორ ნაწილად და ერთ ნაწილს დავასხათ კეჩუპი და მოიონეზი, შემდეგ კი მოვაყაროთ გახეხილი ყველი. დავჭრათ ძეხვი და დავადოთ პურს. მერე ზედ დავადოთ დაჭრილი კიტრი და პომიდორი. ბოლოს, გადავაფაროთ პური.