ბროწეულის ბურთი
იყავით მუდამ ორიგინალურები – მოამზადეთ და შეიყვარეთ ახალ–ახალი საინტერესო რეცეპტები :)
სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ და ათქვიფეთ კრემ-ყველი, გახეხილი ჩედარი, ვორჩესტერის სოუსი და კაიენის წიწაკა. დაუმატეთ მოცვის ჩირი, მწვანე ხახვი და კვლავ ათქვიფეთ.
მიღებული ნაზავი კოვზით ამოიღეთ და ხელით ბურთის ფორმა მიეცით. მოათავსეთ თეფშზე.
გაარჩიეთ ბროწეული. ბროწეულის მარცვლებით ბურთი გარედან მთლიანად დაფარეთ. დააფარეთ და მირთმევამდე შედგით მაცივარში.
მირთმევამდე ერთი საათით ადრე მაცივრიდან გამოიღეთ, რომ დარბილდეს. მორთეთ მწვანე ხახვის ღერებით (იხ. სურათი). მიირთვით კრეკერთან ან ჩიფსებთან ერთად. გემრიელია ბოსტნეულთან ერთადაც.