ბოსტნეულის სალათა კრევეტებით
მარტივი რეცეპტი გემრიელი, მსუბუქი, საზაფხულო სალათის მოსამზადებლად.
სალათის ფურცლები გარეცხეთ ცივი წყლით და ხელით დააქუცმაცეთ თეფშზე. თხელ ზოლებად დააჭერით კიტრი. ზემოდან მოაწყვეთ შუაზე გაჭრილი პამიდორები. დაამატეთ თხელ ზოლებად დაჭრილი სტაფილო. თხლად დაჭერით ყველი და დაამატეთ სალათს.
გამოაშრეთ პური ტოსტერში, მოაშორეთ ქერქი, დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად და ზემოდან მოაყარეთ სალათს.
შეწვით გასუფთავებული და მოხარშული კრევეტები მსუბუქად ნაღების კარაქში, მოასხით თეთრი ღვინო და მოშუშეთ 1 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ სალათს მომზადებული კრევეტები და წვრილად დაჭრილი კამა. მოაყარეთ მარილი, ახლად დაფქული შავი წიწაკა, ქუნჯუთის კაკალი, მოასხით მცენარეული ზეთი და ლიმონის წვენი.
სურვილისამებრ შეგიძლიათ ეს სალათა მაიონეზითაც მოამზადოთ.