გრილზე შემწვარი კრევეტები
გემრიელი მარინადით კრევეტები უფრო მეტად არომატული იქნება :)
თასში, კრევეტების გარდა, ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
დაუმატეთ გაფრცქვნილი კრევეტები და ამოურიეთ.
დააფარეთ და კრევეტები მარინადში 2–3 საათით გააჩერეთ – შედგით მაცივარში და დროდადრო მოურიეთ.
შემდეგ მარინადიდან ამოიღეთ და მარინადი გადაინახეთ.
კრევეტები ხის შამფურებზე წამოაგეთ. წვით გრილზე 3–4 წუთით თითოეულ მხარეს, თან ხშირ–ხშირად მოასხურეთ მარინადი.