რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ბეზეს კალათა ხილით

გემრიელი ბეზეს დესერტი ნაღების კრემითა და ხილით. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს :)
გემრიელი ბეზეს დესერტი ნაღების კრემითა და ხილით. მოამზადეთ და გაუმასპინძლდით საყვარელ ადამიანებს :)

0:00:00
50 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
10   ცალი კვერცხის ცილა
3   ჭიქა შაქარი
5   ჭიქა სქელი ნაღები
1   ჭიქა შაქრის პუდრა
ხილი მოსართავად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 130 C-ზე. ცილა (ოთახის ტემპერატურის) და შაქარი კარგად თქვიფეთ, დაახლოებით 10 წუთით. შემდეგ თასის გვერდები კოვზით დაბლა ჩაწმინდეთ და კიდევ 5 წუთით თქვიფეთ.

2

მიღებული ნაზავი გადაიტანეთ ტორტის მოსართავ ტომარაში, რომელსაც სტანდარტული მრგვალი თავი ექნება და წრიული მოძრაობით გააკეთეთ პატარა კალათები.

3

ბეზე პერგამენტის ქაღალდზე დაასხით და ალუმინის ბრტყელი საცხობი ლანგრის დახმარებით პერგამენტი ღუმელის რკინის ცხაურზე გადაიტანეთ. აცხვეთ 7 წუთით 130 C-ზე, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 105 C-მდე და აცხვეთ კიდევ 1სთ და 30 წთ–ით. გამორთეთ ღუმელი და ბეზე ღუმელშივე გააცივეთ. (სანამ ბეზეები გრილდება ღუმელი არ გამოაღოთ. ღუმელის გამოღება ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს და შედეგად ბეზე გაიბზარება.)

4

კრემის მომზადება: თქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრა ერთი წუთით, ან შესქელებამდე.

5

გაგრილებული ბეზეს კალათები კრემით ამოავსეთ. კალათები თქვენთვის სასურველი ხილით მორთეთ. (შეგიძლიათ გამოიყენოთ კივი, მარწყვი, ჟოლო, მოცვი, მაყვალი და სხვა.)

შეინახეთ მაცივარში დაუფარებლად. (დაფარება ბეზეებს დაარბილებს.)

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მარტივი კულინარიული რეცეპტი პატარა და არაჩვეულებრივი ბეზეს ტორტების მოსამზადებლად.
მარტივი კულინარიული რეცეპტი პატარა და არაჩვეულებრივი ბეზეს ტორტების მოსამზადებლად.
ავტორი:
შოკოლადის ბეზე – მსუბუქი და გემრიელი ტკბილეული.
შოკოლადის ბეზე – მსუბუქი და გემრიელი ტკბილეული.
ავტორი:
კარამელის შინ მომზადება ისეთი მარტივია, რომ, ალბათ, აღარასდროს იყიდით მაღაზიაში. გამოიყენეთ სხვადასხვა ტკბილეულობის მოსართავად.
კარამელის შინ მომზადება ისეთი მარტივია, რომ, ალბათ, აღარასდროს იყიდით მაღაზიაში. გამოიყენეთ სხვადასხვა ტკბილეულობის მოსართავად.
ავტორი:
გემრიელი ინდური დესერტის რეცეპტი
გემრიელი ინდური დესერტის რეცეპტი
ავტორი: