ბატიბუტის ბურთები
მეტად საყვარელი და სახალისო ბატიბუტის ბურთები ნებისმიერი ასაკის ბავშვისათვის.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეღებოთ სხვადასხვა ფერის საკვების საღებავით.
საშუალო ტემპერატურაზე ქვაბში აურიეთ შაქარი, სიმინდის სიროფი, კარაქი და წყალი. ურიეთ და 150 C-მდე გააცხელეთ. ცეცხლიდან გადმოდგით, ვანილი და ძმარი(სურვილისამებრ) დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
მიღებული ნაზავი ბატიბუტს ნელ–ნელა მოასხურეთ და თან ამოურიეთ. დატოვეთ ასე 5 წუთით. შემდეგ ბატიბუტს 7-8 სმ ბურთების ფორმა მიეცით.