ბანანის მაფინები
წარმოგიდგენთ უგემრიელესი ბანანის მაფინების უმარტივეს რეცეპტს.
წარმოგიდგენთ უგემრიელესი ბანანის მაფინების უმარტივეს რეცეპტს. ეს დესერტი მზადდება სულ რაღაც 35 წუთში, შედეგად კი ვიღებთ გემოს, რომელმაც მთელი მსოფლიოს კულინარები მოხიბლა!
გააცხელეთ ღუმელი 175°C-მდე (350F). მაფინების საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდის ფორმები. ერთად გაცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი.
ჯამში ჩაჭყლიტეთ ბანანები; ჩაუმატეთ შაქარი, კვერცხი და მოურიეთ. შემდეგ ჩაუმატეთ დამდნარი კარაქი და კვლავ მოურიეთ. ბოლოს ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი მასა და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღებული მასა გადაანაწილეთ ფორმებში (შეავსეთ თითოეულის 2/3) და აცხვეთ 25-30 წუთი (მინი მაფინები კი ცხვება 10-15 წუთში). გამომცხვარი მაფინები უკან უნდა ამოიბურცოს ზევიდან თითის მსუბუქად შეხების შემდეგ.