ბანანის ბლინები
ბანანის ბლინები გენიალური საუზმეა! მოამზადეთ 12 ცალი ბანანის ბლინი სულ რაღაც 15 წუთში!
გაფცქვენით ბანანები და ჩაჭყლიტეთ თასში. ახალ თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი, საცხობი ფხვნილი და მარილი. ჩაუმატეთ დარიჩინიც და შეურიეთ.
დიდი ზომის თასში ჩატეხეთ კვერცხი. ჩაუმატეთ რძე, მცენარეული ზეთი და დაჭყლეტილი ბანანი. შეურიეთ ერთმანეთს და შემდეგ ჩაუმატეთ ფქვილის მასაც. შეურიეთ ოდნავ ხორკლებიანი თხევადი ცომის მიღებამდე.
გააცხელეთ ცხიმიანი ტაფა საშუალო ცეცხლზე და დაიწყეთ ცხობა. 1/4 ჭიქა თხევადი ცომისგან 1 ბანანის ბლინი გამოგივათ. აცხვეთ ბანანის ბლინი, სანამ ოქროსფერი არ გახდება ორივე მხრიდან და მიირთვით, სანამ ჯერ კიდევ ცხელია!