პირველ რიგში, გააცხელეთ ღუმელი 175C°-მდე(350° ფარენგეიტით). მოაცხეთ ცხიმი 23X33სმ ზომის საცხობ ჭურჭელს
დაჭერით 450 გრამი თქვენთვის საყვარელი და სასურველი შერეული თხილეული. შემდეგ მოათავსეთ საშუალო ზომის თასში, ჩაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი და შეურიეთ.
1 ჭიქა მდნარი კარაქი უნდა მოაცხოთ ფილოს ფურცლებს. ფილო, ანუ თხელი ცომის მზა ფურცლები ხელმისაწვდომია ქალაქის თურქულ მარკეტებსა და ჰიპერმაკეტებში. ასევე შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ მზადდება ფილო სახლის პირობებში.
შეძენილი გაყინული ფილო გაალღვეთ სანამ დაიწყებდეთ მის გამოყენებას. მოაჭერით ცომის ფურცლებს ვიწრო ზოლი საცხობი ჭურჭლის ზომის მიხედვით, რათა თავისუფლად განთავსდეს მასში. შემდეგ გადააფარეთ ნესტიანი პირსახოცი ცომს, რათა არ გამოშრეს. ჩააფინეთ ცომის ორი ფურცელი საცხობ ჭურჭელში და კარგად მოაცხეთ მდნარი კარაქი ზევიდან. მოაფრქვიეთ 2-3 სუფრის კოვზი თხილეულის მასა და გაიმეორეთ იგივე პროცედურები მანამ, სანამ ინგრედიენტები არ ამოგეწურებათ.
ცომის ბოლო ფენად გამოიყენეთ ფილოს 6 ფურცელი და მასცეზ მოაცხეთ კარაქი ზევიდან. მჭრელი დანის გამოყენებით გააკეთეთ 3 ჰორიზონტალური და 9 დიაგონალური ზოლი 36 ცალი რომბისებრი ნაჭრის მისაღებად. შედგით დაჭრილი ბაქლავა გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 50 წუთი, ან სანამ არ გახდება ოქროსფერი და ხრაშუნა.
ამასობაში გახეხეთ ლიმონი კანის 1 ჩაის კოვზი ნახეხის მისაღებად. მცირე ზომის ქვაბში ერთმანეთს შეურიეთ 1 ჭიქა წყალი და 1 ჭიქა შაქარი; საშუალო ცეცხლზე მიიყვანეთ დუღილამდე და შემდეგ ჩაუმატეთ 1/2 ჭიქა თაფლი. ჩაუმატეთ ასევე ვანილის ექსტრაქტი და ლიმონის კანი. დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ 20 წუთიც.
ბაქლავას ღუმელიდან გამოღებისთანავე მოასხით მომზადებული სიროფი. აცალეთ კარგად გაცივება და მიირთვით გემრიელად!