ცომის მომზადება: ფქვილით, კარაქით, 4 კვერცხის გულითა და სოდით მოვზილოთ ცომი კარგად, გავყოთ სამ გუნდად და დავასვენოთ მაცივარში მთელი ღამით, ან მინიმუმ 2 საათით.
5 კვერცხის ცილისგან და შაქრისგან ამოვიყვანოთ მერენგა (ბეზე) და დავუმატოთ ვანილი.
მომზადება: გავაბრტყელოთ ერთი ფენა ცომი და გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაზე, წავუსვათ ნახევარი ბეზეს ნაწილი, მოვაყაროთ ქიშმიში და წვრილად დაჭრილი მოხალული ნიგოზი, შემდეგ მეორე ფენა და გავიმეოროთ იგივე, დავაფაროთ მესამე ფენა და წავუსვათ 1 კვერცხის გული და 2 ს/კ მაწონი, დავჭრათ რომბისრებრად და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
როდესაც გამოცხვება მოვასხათ წინასწარ გამზადებული შაქრის ან ნეკერჩხლის სიროფი (შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ბლის მურაბის სიროფი) და შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ ცოტა ხნით.