ალუბლის ორცხობილა
ეს ორცხობილები პირველივე მომზადებისთანავე შეგიყვარდებათ :)
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე.
დიდ თასში თქვიფეთ კარაქი, ვანილი და შაქარი გლუვი მასის მიღემაბმდე. შეურიეთ მარილი, შემდეგ ხელით შეაზილეთ ფქვილი და ზილეთ მაგარი ცომის მიღებამდე. ცომში დაჭრილი ნიგოზი და ალუბალი შეურიეთ და ფქვილმოყრილ ზედაპირზე პურის ცომის მსგავსად ზილეთ.
ცომი 4 სმ ზომის ბურთებად დაამრგვალეთ, მოათავსეთ საცხობ ლანგარზე და ჩანგლით ზემოდან დააწექით (რათა ზედაპირზე ჯვარედინი ზოლები დაეტყოს).
აცხვეთ 15–17 წუთით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. რამდენიმე წუთით ლანგარზევე გააგრილეთ. შემდეგ გადმოიღეთ რკინის ცხაურზე და ბოლომდე გააცივეთ. გემრიელად მიირთვით!