ალადიკები თევზით
შემწვარი თევზი კარტოფილის ქერქში, ანუ თევზის ალადიკები. ნამდვილად მოგეწონებათ ეს რეცეპტი.
საკმაოდ ბევრი რეცეპტი არსებობს თუ როგორ მოამზადოთ თევზი კარტოფილით, მაგრამ როგორც წესი ეს რეცეპტები სრულ პორციას გულისხმობს. ამ რეცეპტით კი გამოდის უნაზესი თევზის ალადიკები, რომელიც სწრაფად და მარტივად მზადდება.
თევზის ფილე დაჭერით 1-1,5 სანტიმეტრის კუბიკებად. მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაამატეთ ლიმონის წვენი და გაჭყლეტილი ნიორი, კარგად ამოურიეთ და დაასვენეთ.
კარტოფილი გაასუფთავეთ და გახეხეთ.
გაცხელებულ ტაფაზე ზეთი რომ აშიშხინდება მოათავსეთ კარტოფილების საშუალო ზომის გუნდები და გააბრტყელეთ ალადიკებივით. ზემოდან სადილის კოვზის მეშვეობით მოაყარეთ თევზის კუბიკები, შემდეგ ისევ კარტოფილი. ზემოდან დააწექით ბრტყელი კოვზით ერთიანი მასის მისაღებად. ტაფას დაახურეთ თავსაფარი და შეწვით საშუალო ცეცხლზე, სანამ კარტოფილის ქვედა ფენა არ დაიბრაწება.