აჭარული ხაჭაპური
წარმოგიდგენთ მარტივ კულინარიულ რეცეპტს გემრიელი აჭარული ხაჭაპურის მოსამზადებლად. გაეცანით და შეაფასეთ!
გახეხეთ სულგუნი და იმერული ყველი. ჩაუმატეთ კარაქი, 1 ცალი კვერცხი და ჩანგლით შეურიეთ.
განაცალკევეთმეორე კვერცხის გული ცილისგან და გათქვიფეთ.
მოზილეთ ხაჭაპურის ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, დაასვენეთ 10 წუთით და შემდეგ გააბტყელეთ ოვალურ ფორმაზე. გადაანაწილეთ მასზე ყველის მასა და ამოუკეცეთ კიდეები ნავისებური ფორმის მისაღებად.
გააცხელეთ ღუმელი. საცხობ ლანგარს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე აჭარული ხაჭაპური, შედგით ღუმელში და აცხვეთ 12 წუთის განმავლობაში, მაღალ ტემპერატურაზე.
ამ დროის გასვლის შემდეგ, მოაცხეთ გათქვეფილი კვერცხის გული გამომცხვარ ცომს, მესამე კვერცხი კი ყველის მასაში ჩატეხეთ. შეაბრუნეთ აჭარული ხაჭაპური ღუმელში და აცხვეთ დამატებით 3 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და გემრიელად მიირთვით!