ჭარხალი მაიონეზით
მოამზადეთ და მიირთვით სალათების მარგალიტი ქართული კულინარიიდან.
გარეცხეთ ჭარხალი და ხარშეთ დარბილებამდე.
თხლად დაჭერით მწვანე ხახვი და ოხრახუში.
გათალეთ მოხარშული ჭარხალი და გახეხეთ. აცალეთ გაცივება. შემდეგ ჩაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და შეურიეთ ხის კოვზით. შემდეგ ჩაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, შავი წიწაკა, მარილი გემოვნებით და წითელი წიწაკა სურვილისამებრ. კარგად შეურიეთ.
ბოლოს ჩაუმატეთ ტომატი(ან 1 სუფრის კოვზი პამიდვრის პიურე 1 კბილი დაჭყლეტილი ნივრით), მაიონეზი და მაშინთვე შეურიეთ. მიირთვით ცივი.