რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

შოკოლადის სააღდგომო ნამცხვარი

თქვენი სააღდგომო სუფრის მშვენება – უგემრიელესი ნამცხვარი, რომელიც პირველივე დანახვისთანავე მოგხიბლავთ.
თქვენი სააღდგომო სუფრის მშვენება – უგემრიელესი ნამცხვარი, რომელიც პირველივე დანახვისთანავე მოგხიბლავთ.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1 12   ჭიქა ფქვილი
34   ჩ/კ საცხობი სოდა
12   ჭიქა კაკაო
12   ჭიქა ყავისფერი შაქარი
12   ჭიქა იოგურტი
1   ს/კ ხსნადი ყავა
მწიკვი მარილი
3   ცალი კვერცხი
200   გრამი გამდნარი კარაქი
200   გრამი მზა ბეზე
1   ჭიქა შესქელებული ნაღები
2   ს/კ შაქრის პუდრა
110   გრამი შავი შოკოლადი
25   გრამი უმარილო კარაქი
20   გრამი წვრილი ატრია
60   გრამი შავი შოკოლადი
110   გრამი პატარა სააღდგომო კვერცხები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 160 C-ზე. მოუსვით ცხიმი ორ 18 სმ–იან მრგვალ ნამცხვრის საცხობ ლანგარს.

2

თასში აურიეთ ფქვილი, საცხობი სოდა, კაკაო და ყავისფერი შაქარი. შემდეგ შეურიეთ ყავა, იოგურტი, კვერცხი, 200 გრ გამდნარი კარაქი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა თანაბრად გაანაწილეთ ორ ლანგარზე და მოასწორეთ ზედაპირი. აცხვეთ 1 სთ და 10 წთ–ით ან მანამ, სანამ ცენტრში მოთავსებულ ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. გამოიღეთ ღუმელიდან და ბოლომდე გააცივეთ.

3

სანამ ნამცხვარი გაგრილდება, გააკეთეთ ბუდე. დატეხეთ ატრია პატარა ნაწილებად და მოათავსეთ თასში. მიკროტალღურ ღუმელში გაალღვეთ 60 გრ შავი შოკოლადი, მოასხურეთ ატრიას და კარგად აურიეთ. შოკოლადში ამოვლებული ატრია მჭიდროდ მოალაგეთ პატარა თასში, რომელშიც საკვების შესაფუთი ცელოფანი იქნება ჩაფენილი. ზემოდან შედარებით პატარა ჯამი დაადეთ და შედგით მაცივარში რომ გამყარდეს.

4

ნამცხვრის ფენები ფორმებიდან ამოიღეთ და კბილანებიანი დანით ორივეს თანაბრად მოაჭერით ზედა ფენა(ქერქი).

5

შიგთავსის გასაკეთებლად, დატეხეთ 200 გრ შოკოლადისა და მიწისთხილის ბეზე პატარა ნაწილებად. ნაღები თასში მოათავსეთ და თქვიფეთ ხელის სათქვეფით, სანამ მსუბუქად არ გამყარდება. დაუმატეთ შაქარი და კვლავ ათქვიფეთ მსუბუქად გამყარებამდე. შეურიეთ ბეზე. შემდეგ გადაიტანეთ შიგთავსი ნამცხვრის ფენებს შორის.

6

შოკოლადის განაშის გასაკეთებლად, მიკროტალღურ ღუმელში ერთად გაადნეთ 25 გრ კარაქი და 110 გრ შავი შოკოლადი, ურიეთ კარგად შერევამდე და მოასხით ნამცხვარს ზემოდან. გამოიღეთ ბუდე მაცივრიდან და მოაცალეთ ჯამები. დაადეთ ნამცხვარს და აავსეთ პატარ–პატარა შოკოლადის კვერცხებით. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მოამზადეთ თოთო ისპანახის ფოთლები ბრინჯთან ერთად და მიიღეთ საუკეთესო ბერძნული სააღდგომო ლანჩი.
მოამზადეთ თოთო ისპანახის ფოთლები ბრინჯთან ერთად და მიიღეთ საუკეთესო ბერძნული სააღდგომო ლანჩი.
ავტორი:
გამომცხვარი სოკო ბოსტნეულთან ერთად რუმინული ტრადიციული სააღდგომო რეცეპტია.
გამომცხვარი სოკო ბოსტნეულთან ერთად რუმინული ტრადიციული სააღდგომო რეცეპტია.
ავტორი:
სცადეთ, გამოაცხვეთ, ზუსტად დაიცავით ინსტრუქციები და გარწმუნებთ, რომ აღარასდროს იყიდით კულიჩს.
სცადეთ, გამოაცხვეთ, ზუსტად დაიცავით ინსტრუქციები და გარწმუნებთ, რომ აღარასდროს იყიდით კულიჩს.
ავტორი:
გაილამაზეთ სააღდგომო სუფრა ამ მადისაღმძვრელი ქაფქეიქებით. მოუხმეთ ფანტაზიას გააფორმეთ სურვილისამებრ.
გაილამაზეთ სააღდგომო სუფრა ამ მადისაღმძვრელი ქაფქეიქებით. მოუხმეთ ფანტაზიას გააფორმეთ სურვილისამებრ.
ავტორი: