შოკოლადის ნამცხვარი
ძალიან ცოტა დროა საჭირო ორი უგემრიელესი შოკოლადის ნამცხვრის მოსამზადებლად.
გააცხელეთ ღუმელი 175C (350F) გრადუსამდე. მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტა ფქვილი ორ 22.5სმ ზომის მრგვალ ფორმას.
დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ შაქარი, ფქვილი, კაკაო, საცხობი ფხვნილი(გამაფხვიერებელი), სოდა და მარილი. ჩაუმატეთ კვერცხი, რძე, ზეთი და ვანილი, გათქვიფეთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე 2 წუთის განმავლობაში. განაგრძეთ თქვეფა და ნელ-ნელა ჩაუმატეთ მდუღარე წყალი. მიღებული თხევადი ცომი მალევე გადაიტანეთ ფორმებში.
აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ნამცხვრებს ფორმებშივე აცალეთ 10 წუთით გაცივება. შემდეგ ფრთხილად გადმოიღეთ ისინი ცხაურზე და აცალეთ კარგად გაცივება. მოაყარეთ შაქრის პუდრა ან გააფორმეთ სურვილისამებრ.