შოკოლადის კანფეტი
სახლის პირობებში ადვილად მოსამზადებელი ტკბილეული – ოჯახის ყველა წევრისათვის :)
ცეცხლგამძლე თასში მოათავსეთ ნახევრადტკბილი შოკოლადის ნატეხები, შესქელებული რძე (400 გრ) და კარაქი. თასი მიკროტალღურ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე შედგით, დაახლოებით 3–5 წუთით შოკოლადის გალღობამდე. გალღობისას ერთი–ორჯერ მოურიეთ. შეურიეთ ნიგოზი (სურვილისამებრ).
მიღებული მასა დაასხით კარგად ცხიმმოსმულ 20X20 სმ მინის საცხობ ლანგარზე. შედგით მაცივარში გამყარებამდე.
როცა გამყარდება მაცივრიდან გამოღეთ და კუბიკებად დაჭერით. ტკბილად მიირთვით :)