რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

კანფეტი ცისარტყელა

გაახარეთ პატარები და მოუმზადეთ გემრიელი ტკბილეული შინ მარტივად. გაუფერადეთ დღე ბავშვებს :)
გაახარეთ პატარები და მოუმზადეთ გემრიელი ტკბილეული შინ მარტივად. გაუფერადეთ დღე ბავშვებს :)

5:10:00
12 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

დაგჭირდებათ წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და იასამნისფერი საკვები საღებავები.

რეცეპტის ინგრედიენტები
3   ჭიქა თეთრი შოკოლადის ნატეხები
400   გრამი ტკბილი შესქელებული რძე
1   ს/კ კარაქი
12   ჩ/კ ნუშის ექსტრაქტი
საკვები საღებავები
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

20X20 სმ ზომის ლანგარს მოასხურეთ საცხობი სპრეი და დააფინეთ პერგამენტი.

2

დაბალ ტემპერატურაზე საშუალო ქვაბში მოათავსეთ თეთრი შოკოლადის ნატეხები, დამტკბარი შესქელებული რძე და კარაქი. ურიეთ ხშირ–ხშირად, გადნობამდე და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ ნუშის ექსტრაქტი.

3

მიღებული ნაზავი 6 პატარა თასში თანაბრად გადაანაწილეთ. თითოეულს განსხვავებული ფერის საკვები საღებავები დაუმატეთ და კარგად შეურიეთ. თითოეულს საკვების შესაფუთი ცელოფანი გადააფარეთ.

4

იასამნისფერი ნაზავი წინასწარ გამზადებულ ლანგარზე ხელით გაშალეთ და გაყინეთ გამყარებამდე, დაახლოებით 10 წუთით. დაგჭირდებათ კიდევ ერთი 20X20 სმ ზომის ლანგარი. მეორე ლანგარზეც დააფინეთ პერგამენტი, ხელით ლურჯი ნაზავი გაშლეთ და გაყინეთ, დაახლოებით 10 წუთით. ლურჯი ნაზავი იასამნისფერის ზემოდან მოათავსეთ.

5

თითოეული ფერის შემთხვევაშიც ზუსტად ასე გაიმეორეთ: თითოეული ფერის ნაზავი სათითაოდ ჯერ ლანგარზე გაშალეთ (მწვანე, ყვითელი, სტაფილოსფერი და წითელი << ამ თანმიმდევრობით). გაყინეთ 10 წუთით და შემდეგ თითოეული იასამნისფერ–ლურჯ ფენებს დაუმატეთ ზემოდან.

6

შედგით მაცივარში გამყარებამდე, დაახლოებით 4 საათით. გადმოიტანეთ ხის დაფაზე, მოაცალეთ პერგამენტი და დაჭერით პატარა კუბიკებად. მოათავსეთ ჰერმეტულ კონტეინერში და მირთმევამდე შედგით მაცივარში.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ამ გემრიელობას მაღაზიაში ადვილად შეიძინოთ, თუმცა მისი სახლში მომზადება ბევრად სახალისოა და უფრო გემრიელია.
ამ გემრიელობას მაღაზიაში ადვილად შეიძინოთ, თუმცა მისი სახლში მომზადება ბევრად სახალისოა და უფრო გემრიელია.
ავტორი:
შესანიშნავი კარამელის კანფეტების რეცეპტი. გაახარეთ ბავშვებიც და უფროსებიც :)
შესანიშნავი კარამელის კანფეტების რეცეპტი. გაახარეთ ბავშვებიც და უფროსებიც :)
ავტორი:
სახლის პირობებში ადვილად მოსამზადებელი ტკბილეული – ოჯახის ყველა წევრისათვის :)
სახლის პირობებში ადვილად მოსამზადებელი ტკბილეული – ოჯახის ყველა წევრისათვის :)
ავტორი: