რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

შოკოლადის ეკლერი

ყველასათვის საყვარელი ეკლერი გემრიელი კრემითა და შოკოლადის მინანქრით შინ მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ :)
ყველასათვის საყვარელი ეკლერი გემრიელი კრემითა და შოკოლადის მინანქრით შინ მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ :)

1:00:00
12 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
50   გრამი დაჭრილი კარაქი
150   მლ/ლ წყალი
70   გრამი ფქვილი
2   ცალი ათქვეფილი კვერცხი
300   მლ/ლ სქელი ნაღები
14   ჭიქა შაქარი
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
50   გრამი დაჭრილი შოკოლადი
15   გრამი კარაქი
2   ს/კ წყალი
75   გრამი შაქრის პუდრა
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. მოუსვით ცხიმი 2 ცალ საცხობ ლანგარს ან დააფინეთ პერგამენტი.

2

ცომის გასაკეთებლად: პატარა ქვაბში მოათავსეთ 50 გრ დაჭრილი კარაქი, 150 მლ წყალი და დადგით დაბალ ტემპერატურაზე. კარაქი გაადნეთ და წამოადუღეთ. გადმოდგით გაზქურიდან, დაუმატეთ 70 გრ ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. ცოტათი გააგრილეთ და შემდეგ ნელ–ნელა შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი. თითოეული დამატების შემდეგ კარგად მოზილეთ.

3

ნაზავი კოვზით საკონდიტრო კრემის ტომარაში გადაიტანეთ და 1 სმ ზომის ჩვეულებრივი მრგვალი ფორმა დაუმაგრეთ. ცომი წინასწარ გამზადებულ ლანგრებზე ეკლერის ფორმით მოასხით (დაახლოებით 13–15 სმ სიგრძის). ეკლერებს შორის ცოტაოდენი ადგილი დატოვეთ. აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 170 C-მდე და აცხვეთ კიდევ 20 წუთით ცომის ამოსვლამდე და გადაბრაწვამდე.

4

გამოიღეთ ღუმელიდან და ერთი მხრიდან შუაში გაჭერით, რომ კარგად გაგრილდეს. მოათავსეთ რკინის ცხაურზე და ბოლომდე გააგრილეთ.

5

კრემის გასაკეთებლად: ნაღები მისქერით მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ. ნელ–ნელა შეურიეთ შაქარი. დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და თქვიფეთ მყარი და ერთგვაროვანი კრემის მიღებამდე. გადაიტანეთ საკონდიტრო კრემის ტომარაში და გაგრილებული ეკლერები ამოავსეთ.

6

შოკოლადის მინანქრის გასაკეთებლად: შოკოლადი დატეხეთ და თასში მოათავსეთ. გაზქურაზე ქვაბით აადუღეთ წყალი და შოკოლადის თასი ქვაბზე ისე მოათავსეთ, რომ თასის ძირი წყალს არ ეხებოდეს. დაუმატეთ 2 ს/კ წყალი და 15 გრ კარაქი და გადნობამდე ურიეთ. გადმოდგით გაზქურიდან და შეურიეთ შაქრის პუდრა, თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა ეკლერებს კოვზით მოასხით და გააგრილეთ.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ტრადიციული ამერიკული ნამცხვარი. ამბობენ, რომ ელვისს ის ძალიან უყვარდა.
ტრადიციული ამერიკული ნამცხვარი. ამბობენ, რომ ელვისს ის ძალიან უყვარდა.
ავტორი:
დღეს ისეთი ნამცხვრის რეცეპტს გაგიმხელთ, რომლსაც ბევრი თქვენგანი ზეპირადაც დაიმახსოვრებს მომავალში.
დღეს ისეთი ნამცხვრის რეცეპტს გაგიმხელთ, რომლსაც ბევრი თქვენგანი ზეპირადაც დაიმახსოვრებს მომავალში.
ავტორი:
ამ ნამცხვარს არაჩვეულებრივი ვიზუალიც აქვს და ფერადი ფანტელები კიდევ უფრო მადისაღმძვრელს ხდის.
ამ ნამცხვარს არაჩვეულებრივი ვიზუალიც აქვს და ფერადი ფანტელები კიდევ უფრო მადისაღმძვრელს ხდის.
ავტორი:
უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც მომზადებისა და დაგემოვნების შემდეგ ყველას გაუზიარებთ!
უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტი, რომელსაც მომზადებისა და დაგემოვნების შემდეგ ყველას გაუზიარებთ!
ავტორი: