შქმერული
შქმერული გემრიელი რაჭული კერძია. ახალგაზრდა ქათმის ხორცი, ნიორი და რძე მისი მთავარი ინგრედიენტებია.
რძის ნაცვლად შეგიძლიათ სცადოთ არაჟნითაც. მთავარია, რომ კერძი მოამზადოთ და შეაფასოთ შქმერულის რეცეპტი, რომელიც მარიეტამ გადმოგიგზავნა.
ქათამი დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და შევწვათ ტაფაზე. როდესაც შეიწვება, დროებით თეფშზე გადმოვიღოთ.
ტაფაში დარჩენილ ცხიმს დავამატოთ ცოტაოდენი წყალი, 1 ჩაის კოვზი უცხო და 1 ჩაის კოვზი ქინძის სუნელი, ბლომად დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წამოვადუღოთ. როდესაც წამოდუღდება, შიგნით ჩავაწყოთ შემწვარი ქათმის ნაჭრები და დავასხათ იმდენი რძე, რომ ნაჭრები თითქმის დაიფაროს. დავაფაროთ თავსახური და კვლავ წამოვადუღოთ. შქმერული მზად არის! სურვილისამებრ, შეგიძლიათ კეცზე გადაიტანოთ!