რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

შჩი | რუსული კომბოსტოს წვნიანი

შჩი ყველასათვის კარგად ნაცნობი ბორშის წინაპარია. თუმცა შჩის ინგრედიენტები გაცილებით მრავალფეროვანია.
შჩი ყველასათვის კარგად ნაცნობი ბორშის წინაპარია. თუმცა  შჩის ინგრედიენტები გაცილებით მრავალფეროვანია.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
8   ჭიქა საქონლის ბულიონი
700   გრამი მწვანე კომბოსტო
4   კბილი ნიორი
3   ცალი საშუალო კარტოფილი
2   ცალი საშუალო ხახვი
2   ცალი საშუალო პომიდორი
2   ცალი პატარა ბოლოკი
1   ცალი პრასი (ქვედა ნაწილი)
1   ცალი დიდი სტაფილო
3   ცალი დაფნის ფოთოლი
2   ს/კ კარაქი
1   ჩ/კ შავი პილპილის მარცვლები
1   ჩ/კ კვლიავი
2   ს/კ არაჟანი
1   ჩ/კ კამა (1 ულუფაზე)
1   ჩ/კ ოხრახუში (1 ულუფაზე)
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წვრილად დაჭერით (ან გახეხეთ) კომბოსტო, პომიდორი (გარეცხილი) და ბოლოკი (გათლილი). გათალეთ და გახეხეთ სტაფილო.

2

გაფრცქვენით და დაჭერით ნიორი და ხახვი.

3

გარეცხეთ პრასი და დაჭერით რგოლებად.

4

კარტოფილი გათალეთ და ლუკმებად დაჭერით.

5

გაალღვეთ კარაქი მოზრდილ ქვაბში.

6

ჩაყარეთ ნიორი, ხახვი, ბოლოკი, პრასი და სტაფილო. თუშეთ მაღალ ტემპერატურაზე 5–10 წუთით, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.

7

დაამატეთ ბულიონი (ან დასაშვებია წყალიც ვეგეტარიანელებისთვის) და მიიყვანეთ დუღილამდე.

8

ჩააყარეთ კომბოსტო, კარტოფილი, პომიდორი, დაფნა, პილპილი და კვლიავი.

9

შეამცირეთ ტემპერატურა მინიმუმამდე და დააფარეთ თავსახური. ადუღეთ დაახლოებით 1 საათი ან მანამ, სანამ ბოსტნეული არ მოიხარშება. დროდადრო მოურიეთ.

10

ამოიღეთ დაფნის ფოთლები. შემდეგ დაჭერით კამა და/ან ოხრახუში.

11

გადმოასხით წვნიანი ჯამებში.

12

სურვილისამებრ ზემოდან დაამატეთ არაჟანი და მოაყარეთ კამა და/ან ოხრახუში.

შეგიძლიათ, მიირთვათ მაშინვე, თუმცა ასევე გემრიელია, თუ გააგრილებთ და მაცივარში 1–2 დღით გააჩერებთ. მიირთმევენ ცივადაც. ასევე მიირთმევენ კარაქთან და ჭვავის პურთან ერთად.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
საზაფხულო ცივი წვნიანი – მარტივი, იაფი და ჯანსაღი კერძი.
საზაფხულო ცივი წვნიანი – მარტივი, იაფი და ჯანსაღი კერძი.
ავტორი:
გაიხსენეთ ბავშვობის საყვარელი გემო და მოამზადეთ „კორჟიკი“ შინ მარტივად ჩვენი რეცეპტის დახმარებით :)
გაიხსენეთ ბავშვობის საყვარელი გემო და მოამზადეთ „კორჟიკი“ შინ მარტივად ჩვენი რეცეპტის დახმარებით :)
ავტორი:
საოცრად რბილი, ტკბილი და გემრიელი პონჩიკები რუსული სამზარეულოდან.
საოცრად რბილი, ტკბილი და გემრიელი პონჩიკები რუსული სამზარეულოდან.
ავტორი:
შემწვარი ბადრიჯანი მაიონეზით – მარტივი და გემრიელია :)
შემწვარი ბადრიჯანი მაიონეზით – მარტივი და გემრიელია :)
ავტორი: