ჩაშუშული კომბოსტო
კომბოსტოს მარტივი კერძი, სულ რამდენიმე ინგრედიენტით.
საშუალო ტემპერატურაზე ქვაბში გაადნეთ კარაქი. ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და თუშეთ დარბილებამდე.
დაუმატეთ გახეხილი კომბოსტო და ამოურიეთ. ჩაასხით ბულიონი და დააფარეთ.
დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20-25 წუთით თუშეთ.
გამორთვამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ ტომატი.
გადმოდგით ცეცხლიდან და ამოურიეთ. სურვილისამებრ, კარაქი კიდევ შეურიეთ.
შეაზავეთ მარილითა და პილპილით და დაჭრილი მწვანილი ცოცხლად მოაყარეთ და ამოურიეთ. გემრიელად მიირთვით.