რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ავგოლემონო – ბერძნული ქათმის წვნიანი

ტომატო გთავაზობთ ტრადიციული ბერძნული კერძის ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს. ქათმის წვნიანი ბრინჯითა და ლიმონის წვენით.
ტომატო გთავაზობთ ტრადიციული ბერძნული კერძის ერთ-ერთ საუკეთესო რეცეპტს. ქათმის წვნიანი ბრინჯითა და ლიმონის წვენით.
0:00:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1 1/2  კგ. ქათამი
1  ცალი საშუალო ზომის დაჭრილი ხახვი
1  ცალი საშუალო ზომის დაჭრილი სტაფილო
1 1/2  ჭიქა დაჭრილი ნიახური
8  ჭიქა წყალი
2  ჩ/კ მარილი, ან გემოვნებით
1  ჭიქა გრძელი ბრინჯი
4  ცალი ოთახის ტემპერატურის კვერცხი
1  ჩ/კ სიმინდის ფქვილი
2  ს/კ ცივი წყალი
1/4  ჭიქა ლიმონის წვენი ან გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

მოათავსეთ ქათამი, დაჭრილი ბოსტნეული და 8 ჭიქა წყალი დიდი ზომის ქვაბში, მაღალ ცეცხლზე. მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 1½ საათით, ბულიონის ხშირ-ხშირად მოხდით. ამოიღეთ ქათამი ქვაბიდან, ის უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძის მოსამზადებლად, ან მიირთვათ წვნიანთან ერთად. ქვაბიდან გადაწურეთ ბულიონი საცერში, ბოსტნეულის მოსაშორებლად. უნდა მიიღოთ 6 ჭიქა ბულიონი – ცოტა მეტი დასაშვებია, მაგრამ თუ უფრო ნაკლები დაგრჩათ, მაშინ წყალი დაუმატეთ 6 ჭიქა სითხის მისაღებად. ჩაასხით ბულიონი უკან, ქვაბში, ჩაუმატეთ მარილი და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ კვლავ დაუწიეთ ცეცხლს, ჩაამატეთ ბრინჯი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთით, თან ხშირად ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან.

2

ბლენდერში მოათავსეთ ჭადის ფქვილი და ჩატეხეთ კვერცხები. 2-3 წუთით ურიეთ მაღალი სიჩქარით, სანამ ძალიან არ აქაფდება. შემდეგ ჩაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი, ლიმონის წვენი და კვლავ აამუშავეთ ბლენდერი 20-30 წამით. მიღებული მასა მოათავსეთ თასში და ნელ-ნელა შეურიეთ 3-4 ჭიქა პირველ ეტაპზე მომზადებული ცხელი წვნიანი. მიღებული ოთახის ტემპერატურის ნარევი უკან ჩაასხით წვნიანის დარჩენილ მასაში, თან ურიეთ, რომ არ აიჭრას. უნდა მიიღოთ ცოტაოდენი ქაფით დაფარული წვნიანი. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მეტი მარილი, ლიმონის წვენი და ცხლადვე მიირთვით გემრიელად.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ნაქირავებ ბინაში დიდი ხარჯების გარეშე
ნაქირავებ ბინაში სამზარეულო ყოველთვის არ არის მოსახერხებელი, ახალი და სრულად აღჭურვილი. ხშირად მაცხოვრებელს უწევს ძველ ავეჯთან, შეზღუდული რაოდენობის კარადებთან, სუსტ განათებასთან ან ტექნიკის ნაკლებობასთან შეგუება. თუმცა რემონტისა და დიდი ხარჯების გარეშეც შესაძლებელია სამზარეულო უფრო პრაქტიკული, მოწესრიგებული და ყოველდღიური გამოყენებისთვის სასიამოვნო გახდეს.
თარიღი: 05/24/2026
ავტორი: tomato
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
იხილეთ სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი ომლეტის რეცეპტი ბერძნული სამზარეულოდან.
იხილეთ სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი ერთ–ერთი ყველაზე გემრიელი ომლეტის რეცეპტი ბერძნული სამზარეულოდან.
ავტორი:
საუკეთესო ბერძნული სალათა. მისი მომზადებისას შეგიძლიათ, საკუთარი გემოვნებით იხელმძღვანელოთ.
საუკეთესო ბერძნული სალათა. მისი მომზადებისას შეგიძლიათ, საკუთარი გემოვნებით იხელმძღვანელოთ.
ავტორი:
ეს გახლავთ ისპანახის კერძი ყველითა და დარიჩინით. იხილეთ და შეაფასეთ რეცეპტი!
ეს გახლავთ ისპანახის კერძი ყველითა და დარიჩინით. იხილეთ და შეაფასეთ რეცეპტი!
ავტორი:
ამგვარად მომზადებული კარტოფილი ბევრ ბერძნულ ოჯახში მთავარი კერძია.
ამგვარად მომზადებული კარტოფილი ბევრ ბერძნულ ოჯახში მთავარი კერძია.
ავტორი: