ხილისა და კრემისებრი შვრიის ფაფით სავსე თასის, საუკეთესო ერბოკვერცხით სავსე თეფშის ან ტკბილი იმუნიტეტის გამაძლიერებელი სქელი სასმელის მიღება დილით ადრიანად შესანიშნავად ჟღერს, ასე არაა? ახალი გამოკვლევები ადასტურებს დიდი ხნის რწმენას იმის თაობაზე, რომ საუზმე ჭეშმარიტად წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან კვებას დღის განმავლობაში.
Journal of Nutrition–ში 2020 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნებული ახალი კვლევით განალიზებულ იქნა 65,099 ქალის სხეულის წონის ცვლილებები სამწლიანი პერიოდის განმავლობაში. მკვლევარები ასევე აკვირდებოდნენ მათი საუზმისა და კვების სიხშირეს. ქალთა მეოთხედმა მათ შეატყობინათ, რომ საუზმეს ყოველდღიურად მიირთმევდნენ. საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ 2008-დან 2011 წლამდე მონაწილეთა 18.4%–მა 5 კილოგრამი ან მეტი მოიმატა. ამასთან, შედეგების მიხედვით წონის მომატების მაჩვენებელი იმ ქალებში, რომლებიც დილით ჭამდნენ, 7%–ით დაბალ ნიშნულს ინარჩუნებდა მათთან შედარებით, ვინც მთლიანობაში უარს ამბობდნენ საუზმეზე.
”რეგულარული საუზმე სხეულის წონის ცვლილებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვან დიეტურ ფაქტორს წარმოადგენდეს”, - დაასკვნეს კვლევის ავტორებმა. ამ თეორიას მხარს უჭერენ სხვა ექსპერტებიც, რამდენადაც ზოგიერთი დიეტოლოგის თქმით, გაღვიძებიდან ერთ საათში ჭამა საუკეთესოა მთელი დილის საათებში ენერგიის არსებული დონის შესანარჩუნებლად. სხვა ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ცილის დიდი რაოდენობით მდიდარი საკვების მიღება ვარჯიშამდე შესაძლოა გამოსადეგი იყო ცხიმის წვისა და ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნოყიერების შეგრძნების უზრუნველსაყოფად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ოფლის გამოყოფის წინ ნოყიერი საუზმის მირთმევა შესაძლოა სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისა და წონაში დაკლებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ დილით სხეულის ენერგიით ავსება მნიშვნელოვანია, საკვანძო საკითხს სწორედ სწორი, დაბალანსებული საკვების არჩევა წარმოადგენს.
წყარო: www.eatthis.com