რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!
რა ემართება თქვენს სხეულს, როდესაც ნუშს ყოველდღიურად მიირთმევთ?
ავტორი: kobera1996
რა სარგებლობა მოაქვს ნუშს თქვენი ორგანიზმისთვის?

იმის განსაზღვრა, თუ რა საკვები უნდა მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში, შესაძლოა ძალზედ დამაბნეველი იყოს. რამდენნაირი ვარიანტი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა შესაძლოა დაგანაყროთ, ზოგიერთმა შესაძლოა დაუყოვნებლივ შიმშილის გრძნობა დაგიტოვოთ. ნუში ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც არამარტო დაგანაყრებთ, არამედ ასევე შეიცავს ჯანმრთელობისათვის სასარგებლო უამრავ ნივთიერებას. დღეში ერთი მუჭა, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, უტოლდება ერთ ულუფას - 23 ნუშს - ეს ყველაფერია, რაც გჭირდებათ, რათა სრულად ისარგებლოთ იმ ყველა უპირატესობით, რასაც ეს თხილეული გთავაზობთ.  შესაბამისად, რა ემართება თქვენს სხეულს, როდესაც ნუშს ყოველდღიურად მიირთმევთ?

 

1. განწყობა გაგიუმჯობესდებათ

 

ნუშში შემავალ კომპონენტს, რომელიც თქვენი განწყობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს,  ტრიპტოფანი, ამინომჟავა ეწოდება. ვიტამინ B6–სთან დაწყვილებისას, რასაც ბანანიდან შვრიის ჩათვლით ყველაფერი შეიცავს, ტრიპტოფანი სხეულში სეროტონინად გარდაიქმნება. შესაბამისად, სწორედ სეროტონინი უზრუნველყოფს განწყობის გამაძლიერებელ ეფექტს, რაც მეტი ბედნიერებითა და ნაკლები მღელვარებით გავსებთ. ასე რომ, მარტივად წასახემსებლად მოაყარეთ მუჭა ნუში შვრიის ფაფით ან ბანანის ნაჭრებით სავსე თასზე.

 

2. ავადობის რისკი შეგიმცირდებათ

 

 

ნუში შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ E- ს, რითიც მის სარგებლიანობას ხაზი ესმევა. ნუშის ერთი ულუფა შეიცავს ვიტამინ E- ს დღიური მოცულობის 48% -ს. ჯანდაცვის ხაზის თანახმად, ეს მას აქცევს მსოფლიოს მასშტაბით ამ ვიტამინის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემცველობის მქონე საკვებად. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვიტამინი E– ს მოხმარება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ალცჰეიმერის დიაგნოზირების შანსების შემცირებაზე. ამავდროულად, სხვა გამოკვლევები ხაზს უსვამენ იმას, რომ გულის დაავადებების და კიბოს გამოვლენის ალბათობა შესაძლოა ნაკლებ მოსალოდნელი იყოს ადამიანთათვის, რომელთა ორგანიზმიც ვიტამინ E-ს მაღალი მოცულობით შეიცავს.

 

3. ძვლების სიჯანსაღე გაგიძლიერდებათ

 

 

ძვლების სიძლიერე საერთო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია და იგი ხშირად რჩებათ თვალთახედვის არიდან, როდესაც ადამიანები მათი სხეულებისათვის საჭირო ვიტამინებსა და დანამატებზე ფიქრობენ. Medical News Today-ს თანახმად, მუჭა ნუშის გამოყენებით სხეული ჯერდება კალციუმით, მაგნიუმით, მანგანუმით, სპილენძით, ვიტამინ K-თი, ცილებითა და თუთიით,რომელთაგან თითოეულიც ხელს უწყობს ძვლების საერთო სიჯანსაღის გაძლიერებას.

 

 

4. ქოლესტერინის შემცველობა შეგიმცირდებათ

 


CDC-ის თანახმად, თითქმის 29 მილიონი ამერიკელი მოზარდი განიცდის ქოლესტერინის მაღალ შემცველობას, რომლის დაფიქსირებაც მხოლოდ სისხლის ანალიზის საშუალებითაა შესაძლებელი, რადგანაც ხილული სიმპტომები არ იკვეთება. დიაგნოზის დასმის შემდეგ მისი მართვა შესაძლოა ძალზედ გართულდეს, რადგანაც არსებობს, როგორც "კარგი" ქოლესტერინი (HDL), ასევე "ცუდი" ქოლესტერინიც (LDL). ჩვენს საყვარელ თხილეულში ცხიმის შემცველობიდან გამომდინარე, ნუშის მირთმევა აღნიშნული ქოლესტერინის დონის დაბალანსებას უწყობს ხელს. თუკი ქოლესტერინთან დაკავშირებით უფრო მეტი რჩევის მოსმენა გაინტერესებთ,  ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს სადიეტო გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ ქოლესტერინის მაღალი შემცველობის დიაგნოზის მართვაში.

 

5. სისხლში შაქრის დონის მართვას შეძლებთ

 

კიდევ ერთი სამედიცინო დიაგნოზი, რომელიც შეერთებულ შტატებში განსაკუთრებითაა გავრცელებულია, სისხლში შაქრის მაღალი დონე ანუ დიაბეტია. Medical News Today ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დიაბეტით დაავადებულებს ხშირად უწევთ მაგნიუმის დაბალ დონესთან გამკლავება. ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დიაბეტის მქონე 2 ადამიანს, რომლებიც 12 კვირის განმავლობაში, დღეში 60 გრამ ნუშს მოიხმარდნენ, მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ სისხლში შაქრის შემცველობა. აქედან გამომდინარე, ნუშის ულუფის ყოველდღიური მიღება და მაგნიუმის დონის გაზრდა სისხლში შაქრის დონის უფრო ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ.

 

6. წონაში დაკლება უფრო გაგიმარტივდებათ

 

ალბათ სწორედ ამით უნდა დაგვეწყო. მართალია - ნუშის ყოველდღიურად მიღება წონის დაკლებასა და საბოლოოდ მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. იქიდან გამომდინარე, რომ ნუში ბოჭკოთი და ცილებითაა გაჯერებული, ამ თხილეულით წახემსების შემდგომ თავს დანაყრებულად სავარაუდოდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში იგრძნობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგვიანებით საკვების არაჯანსაღ ვარიანტებს ნაკლები ალბათობით შეარჩევთ. ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველდღიურად 1,5 უნცია, ან სულ მცირე ერთ ულუფაზე მეტი ნუშის მიღებამ მონაწილეებს შორის შიმშილი და ჭამის გაგრძელების სურვილი შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არსებობს სხვა სახის თხილეულობაც, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, ნუში მაინც ერთ – ერთი საუკეთესოა.
ბეჭდვა
კომენტარები
0 კომენტარი
სხვა საინტერესო რეცეპტები და რჩევები
ნამცხვარი ჭიანჭველას ბუდე
სტაფილოს და კიტრის სალათი
ბაქლავა
ბაქლავა
ყველაზე გემრიელი და მარტივი დესერტი, განსაკუთრებით ჩაის მოყვარულებისათვის.
ავტორი:
უნდა ვისაუზმოთ თუ არა დილით - რას ამბობენ მკვლევარები?
რამდენად მნიშვნელოვანია საუზმე თქვენი ორგანიზმისთვის?
თარიღი: 01/15/2021
ავტორი: kobera1996
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
რა არის ხმელთაშუა ზღვის დიეტა?
ხმელთაშუა ზღვის დიეტა აშშ – ს ახალი ამბებისა და მსოფლიო ანგარიშის საუკეთესო დიეტების ყოველწლიურ რეიტინგში წლიდან წლამდე ზედა დონეებს იკავებს.
თარიღი: 12/18/2020
ავტორი: kobera1996
წონაში დაკლების ყველაზე ჯანსაღი გზა
რამდენადაც თითოეულ ჩვენთაგანს შესაძლოა სურდეს ერთჯერადი დიეტით შარვლის ზომის შეცვლა, არ არსებობს ერთიანი მიდგომა კილოგრამების ჩამოსაკლებად.
თარიღი: 12/18/2020
ავტორი: kobera1996
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
ქაღალდის ნაძვის ხე
გააკეთეთ საახალწლო ფერად–ფერადი ნაძვის ხეები უმარტივესად :)
მსგავსი სტატიები
თარიღი: 01/15/2021
ავტორი: kobera1996
რამდენად მნიშვნელოვანია საუზმე თქვენი ორგანიზმისთვის?
თარიღი: 03/02/2017
ავტორი: tomato
იმაზე, თუ რამდენს შეჭამთ, გავლენა შეიძლება იქონიოს მამაკაცების გარემოში ხართ თუ ქალების. მაშ როდის ვჭამთ მეტს და როდის ნაკლებს?
თარიღი: 12/18/2020
ავტორი: kobera1996
რამდენადაც თითოეულ ჩვენთაგანს შესაძლოა სურდეს ერთჯერადი დიეტით შარვლის ზომის შეცვლა, არ არსებობს ერთიანი მიდგომა კილოგრამების ჩამოსაკლებად.
თარიღი: 12/18/2020
ავტორი: kobera1996
ხმელთაშუა ზღვის დიეტა აშშ – ს ახალი ამბებისა და მსოფლიო ანგარიშის საუკეთესო დიეტების ყოველწლიურ რეიტინგში წლიდან წლამდე ზედა დონეებს იკავებს.