ამინდის, სიტუაციისა და დღის მონაკვეთის გარდა იმაზე, თუ რამდენს შეჭამთ, გავლენას ახდენს თქვენ გვერდით მყოფი ადამიანიც. უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ კაცებიც და ქალებიც ნაკლებს ჭამენ კაცების გარემოცვაში და უფრო მეტს – ქალების გარემოცვაში.
პენსილვანიის ინდიანას უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა, მოლი ალენ-ო`დონელმა დაკვირვება 127 ადამიანზე აწარმოა. მთავარი აღმოჩენა გახდა ის ფაქტი, რომ მამაკაცები უფრო მეტს ჭამენ ქალთან ერთად, ვიდრე მამაკაც კომპანიონთან ერთად. აი ქალებს კი ალბათ ყურადღება ეფანტებათ კაცებთან და ამიტომაა, რომ მათთან უფრო ნაკლებს ჭამენ, ვიდრე ქალებთან.
კალორიულობით რომ განვიხილოთ, საშუალოდ 833 კალორიას იღებს ქალი სუსტი სქესის კომპანიონთან ერთად, 721 კალორიას კი მამაკაცთან ერთად ჭამისას. საშუალოდ 1162 კალორიას იღებს კაცი ქალთან ერთად ჭამისას, 952-ს კი კაცთან ერთად ჭამისას.
ეს კვლევა საქართველოში არ ჩატარებულა, მაგრამ მიღებული დასკვნა ზოგადსაკაცობრიოა და როგორც გამოყენებით სოციალურ-ფსიქოლოგიის ჟურნალში დაიბეჭდა, ის კვებითი მოშლილობისა და სიმსუქნის გამომწვევი ფაქტორების შესწავლაში ხელშემწყობი ინფორმაცია იქნება.