რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ყვავილოვანი კომბოსტოს საცივი

კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი კულინარიაზე გემრიელი სამარხვო კერძის მოსამზადებლად.
კიდევ ერთი მარტივი რეცეპტი კულინარიაზე გემრიელი სამარხვო კერძის მოსამზადებლად.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
1   ცალი საშუალო ყვავილოვანი კომბოსტო
3   თავი თეთრი ხახვი
300   გრამი ნიგოზი
4   კბილი ნიორი
14   ჩ/კ დაფქული მიხაკი
14   ჩ/კ დაფქული დარიჩინი
1   ჩ/კ უცხო სუნელი
1   ჩ/კ ყვითელი ყვავილი
1   ჩ/კ ხმელი ქინძი
1   ჩ/კ ცხარე წითელი წიწაკა
1   ს/კ კოვზი ძმარი
4   ს/კ ზეთი
ანადუღარი წყალი საჭიროებისამებრ
მარილი გემოვნებით
ბროწეულის მარცვლები გასაფორმებლად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

გარეცხეთ ყვავილოვანი კომბოსტო და დაანაწევრეთ ღეროებად. ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.

2

ამასობაში ერთად გაატარეთ ნიგოზი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ მიხაკი, დარიჩინი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა და მარილი. ეს ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ჩაუმატეთ ძმარი და გაციებული ანადუღარი წყალიც მაშინთვე. მუდმივად ურიეთ და თან უმატეთ წყალი მანამ, სანამ თხელი არაჟნის სისქის მასას არ მიიღებთ.

3

დაჭერით ხახვი თხელ რგოლებად და საშუალო ცეცხლზე შეწვით ზეთში, სანამ არ შეყავისფერდება. შემდეგ ჩაუმატეთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და შეწვით დამატებით 5 წუთით. თან დროგამოშვებით ურიეთ.

4

ხახვში მომზადებულ ყვავილოვანი კომბოსტოს მოასხით ნიგვზიანი მასა, აცალეთ კარგად გაცივება და გემრიელად მიირთვით!

P.S.
უკეთესი არომატისთვის, ნიგვზიანი მასის მომზადებამდე(2) დანაყეთ ნიგოზი, ხელით გამოწურეთ ზეთი და მომზადებულ კერძს ჩაუმატეთ! სურვილისამებრ გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
ბოტსნეულით გაჯერებული სუპი, რომელიც თქვენს დიეტას მეტად გემრიელს გახდის. გაალამაზეთ ოხრახუშით.
ბოტსნეულით გაჯერებული სუპი, რომელიც თქვენს დიეტას მეტად გემრიელს გახდის. გაალამაზეთ ოხრახუშით.
ავტორი:
კარტოფილის წვნიანი ყველი ჩედერითა და ბეკონით საუკეთესო სუპია ზამთრის ცივი დღეების გასათბობად.
კარტოფილის წვნიანი ყველი ჩედერითა და ბეკონით საუკეთესო სუპია ზამთრის ცივი დღეების გასათბობად.
ავტორი:
ყველაზე გემრიელი კარტოფილის წვნიანის რეცეპტი უკვე კულინარიაზეა! შეგიძლიათ დაუმატოთ სასურველი ინგრედიენტებიც.
ყველაზე გემრიელი კარტოფილის წვნიანის რეცეპტი უკვე კულინარიაზეა! შეგიძლიათ დაუმატოთ სასურველი ინგრედიენტებიც.
ავტორი:
ასიამოვნეთ ოჯახის წევრები მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი სუპით კარტოფილითა და ყველით.
ასიამოვნეთ ოჯახის წევრები მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი სუპით კარტოფილითა და ყველით.
ავტორი: