გააცხელეთ ღუმელი 225°C-მდე.
დატეხეთ მოზრდილი ყვავილოვანი კომბოსტო მცირე ზომის ყვავილედებად, ხარშეთ მარილიან წყალში 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება.
გადაწურეთ საწურზე და მოათავსეთ კარაქ წასმულ საცხობ ჭურჭელში.
დადგით ცეცხლზე ქვაბი, ჩაასხით რძე, დაამატეთ ფქვილი და კარაქი. ურიეთ განუწყვეტლივ, სანამ მიღებული მასა არ გასქელდება და ერთგვაროვან სოუსს არ მიიღებთ. ადუღეთ 2 წუთი. შემდეგ დაამატეთ 150 გრამამდე გახეხილი ყველი, მდოგვი, ერთი მწიკვი მუსკატის კაკალი და სანელებლები, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 1 წუთი და კარგად ურიეთ. მიღებული სოუსი მოასხით ყვავილოვან კომბოსტოს.
დარჩენილი ყველი და პურის ნამცეცები (სურვილისამებრ) აურიეთ ერთმანეთში და მოაყარეთ კომბოსტოს ზემოდან.
აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ კერძი ზემოდან ოქროსფრად არ შეიბრაწება.
სუფრასთან მიიტანეთ ცხლად. გემრიელად მიირთვით!