ხილის დესერტი იოგურტით
ზაფხული ხილის დესერტის გარეშე წარმოუდგენელია, გემრიელი ხილის დესერტი კი უმარტივესი მოსამზადებელია.
მსუბუქად მოხრაკეთ მიუსლი ტაფაზე, სანამ მადისაღმძვრელად არ შეყავისფერდება.
დაჭერით თქვენი საყვარელი ხილი ძალიან წვრილ ნაჭრებად.
გამჭვირვალე ჭიქებში ფენებად გადაიტანეთ ინგრედიენტები ისე რომ არ ამოურიოთ: თავდაპირველად მიუსლი, შემდეგ იოგურტი, ბოლოს ხილი, შემდეგ ისევ მიუსლი, იოგურტი და ხილი.
ხილის დესერტი იოგურტით ზემოდან მორთეთ ხილითა და პიტნის ფოთლით. უგემრიელესი დესერტიც მზადაა!
სურვილისამებრ, შეგიძლიათ აიღოთ არა ერთი სახეობის იოგურტი არამედ ორი. მაგ. ერთი კლასიკური, დანამატების გარეშე და მეორე საყვარელი ხილის არომატით. მთავარია იოგურტი იყოს ნატურალური და მაღალცხიმიანი.